სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი
08-04-2025
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე ვრცლად საუბრობს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლებესა და მოსწავლეს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ სწორი დამოკიდებულება და მოსწავლეები ხედავდნენ პედაგოგების მზრუნველობასა და კეთილგანწყობას. ამასთან აღნიშნავს, რომ განათლება არის საძირკველი იმისა, რომ შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ სწორი ღირებულებების, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო. 

იხილეთ, თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე ენდელაძის ბლიც-ინტერვიუ:

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

-მასწავლებელს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აბარია, რადგან პატარა ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ მას ბავშვები უყვარდეს და ჰქონდეს მოთმინების უნარი და საქმეს აკეთებდეს მონდომებით და არა ვალდებულების გამო. პიროვნული უნარები, როგორიცაა თბილი დამოკიდებულება, ყურადღებიანობა და მზრუნველობა, ნამდვილად დაეხმარება მას მოსწავლეთა ნდობის მოპოვებაში. 


ბავშვი მშობლის შემდეგ ყველაზე მეტ დროს მასწავლებელთან ატარებს და მისგან ძალიან ბევრს სწავლობს. კარგი მასწავლებლობა მხოლოდ სასწავლო საგნის კარგად ცოდნას არ ნიშნავს. მასწავლებლებს არა მხოლოდ იმ სფეროში კომპეტენტურობა მოეთხოვებათ, რომელსაც ბავშვებს ასწავლიან, არამედ მათ უნდა იცოდნენ სწავლების მეთოდიკა, ბავშვთან მიდგომები და მათი ფსიქოლოგიაც. 


მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მზაობა, რომ ყველა თაობა ერთმანეთისგან განსხვავებულია, ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალური და მიდგომაც განსხვავებული სჭირდებათ. განვითარების სურვილი ყველა მასწავლებლისთვის აუცილებელი მამოძრავებელი ძალაა, ხოლო სიახლეებთან ადაპტაციის უნარი არის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარი. 

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან... 

-განათლება გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ერთის მხრივ, საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებაში, მეორე მხრივ-ადამიანის განვითარების პროცესში. განათლების მიზანი და მნიშვნელობა ეროვნულ -სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს  წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქის  აღზრდაში მდგომარეობს.

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

-საშინაო დავალება კლასგარეშე სამუშაოა, რომელიც საკლასო სამუშაოს გაგრძელებას წარმოადგენს. მას, შესაძლოა, ჰქონდეს ინდივიდუალური ხასიათი ან იყოს საერთო მთელი კლასისთვის. საშინაო დავალება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას, სწავლების დარეგულირებას - დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითოეული მოსწავლისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენასა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას

-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

განუზომელია მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში. ჩვენს სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლიდან უკვე ფუნქციონირებს „მშობელთა კლუბი“, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გამოიკვეთოს და შეიქმნას ლიდერი მშობლების ჯგუფები, რომლებიც ნაკლებ აქტიური მშობლების გაძლიერებაზეც იზრუნებენ და სკოლის მმართველობის პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან.

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-გონიერი მოსწავლეები ცდილობენ, გამოავლინონ ენთუზიაზმი და სწავლა საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნიონ.
თუ საგანი თქვენთვის საინტერესოა, უფრო ადვილად ისწავლით მას.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საბედნიეროდ მრავლადა არიან ცნობილი, ღირსეული პიროვნებები. წარმატება დაუღალავი შრომისა და შეცდომებისგან სწავლის შედეგია. მრავალი ხელოვანის, მეწარმისა თუ სამოქალაქო ფიგურის მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზა შთაგვაგონებს, რომ თუ ცდას არ დავაკლებთ, საუკეთესო წინ არის.

-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

-ვფიქრობ, დღესაც და მომავალშიც, მნიშვნელოვანია, სკოლამ შეძლოს ხელსაყრელი პირობების შექმნა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება