TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოქროს კვეთა და „პი“ რიცხვი“ - ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პრეზენტაცია წარმოადგინეს
04-04-2025
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხიზაბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა  ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით, საგანმანათლებლო აქტივობებში.

პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვები მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე არ იყვნენ ორიენტირებულნი, „სწავლა კეთებით“ - წარმატებით დანერგილი მიდგომა გახლავთ და ამის დასტურია საგანთა შორის ინტეგრაციის ფარგლებში მე-8, მე-9, მე-10 მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი სემინარი, „ოქროს კვეთა და „პი“ რიცხვი“ - რომელსაც ხელმძღვანელობდა მათემატიკის პედაგოგი, მანანა მაზმიშვილი.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა სემინარზე წარმოადგინეს განმარტებები, თუ რა კავშირი არსებობს „ოქროს კვეთასა“ და ბიოლოგიას, გეოგრაფიას, არქიტექტურას, ასევე მუსიკას შორის.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ასევე მოაწყვეს საკუთრი ხელით დამზადებული ე.წ. ფიბონაჩის ფარგლის პრეზენტაცია და ამასთან, ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა მშობლიურ სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების მშენებლობაში ოქროს კვეთებზე დაკვირვებას. 

ინფორმაციისთვის: ოქროს კვეთა არის მაგიური რიცხვი, დაახლოებით 1,6180339887, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა მათემატიკოსებს, მხატვრებსა და მეცნიერებს მისი უნიკალური თვისებების გამო.

ოქროს კვეთა, რომელიც ხშირად აღინიშნება ბერძნული ასოთი „ფი“ (φ) არის მათემატიკური კონცეფცია და წარმოადგენს განსაკუთრებულ პროპორციას, რომელიც გვხვდება ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში... 

რაც შეეხება „პი“-ს დღეს, პირველად 1988 წელს სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში აღინიშნა და იგი ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვ პის პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14...

სპეციალისტები მიიჩნევენ, ეს რიცხვი ბაბილონელმა ჯადოქრებმა აღმოაჩინეს. იგი ცნობილი ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას გამოიყენებოდა. თუმცა, პის მნიშვნელობის არაზუსტმა განსაზღვრებამ ბაბილონის გოდოლის ნგრევა გამოიწვია. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს რიცხვი იყო ლეგენდარული მეფე სოლომონის აკლდამის მშენებლობის მათემატიკური კონსტანტა.

აგრეთვე აღსანიშნია, რომ ეს რიცხვი, ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის დაბადების თარიღს ემთხვევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება