სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლაში სპეციალურმა მასწავლებელმა, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა
03-04-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას. 

სკოლაში,  სპეციალურმა მასწავლებელმა - ნანა ბაჯელიძემ უფროსკლასელებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართა საინფორმაციო შეხვედრა და მოსწავლეებთან ერთად აუტიზმის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვია და მითები რეალობისგან გამიჯნა. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაში. მნიშვნელოვანია, დავაფასოთ მრავალფეროვნება და შექმნათ მეტად ინკლუზიური გარემო.

პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, გაიმართა დისკუსიას, მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი და შეხედულება ისაუბრეს ფილმებზე - „კლასის წინ“ და „ადამი“.

აღსანიშნავია, რომ  2 აპრილი  აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება