| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოკიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით პროექტებში.
ახლახან, გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება „ინფორმაციის გავრცელება ძველად და ახლა“.
ბავშვებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ინფორმაცია ძველად ვრცელდებოდა ფოსტის, წერილის, ბოთლის, ფოსტალიონის, მტრედების საშუალებით... ისიც აღნიშნეს, რომ თუ სადმე უბედური შემთხვევა ხდებოდა, ცეცხლის დანთებით ატყობინებდნენ ერთმანეთს, წერილებს კი ერთი ქვეყნიდან მეორეში, შიკრიკებს ატანდნენ, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა გაამარტივა ინფორმაციის გავრცელება და დღეს, წერილის გაგზავნას ელექტრონული ფოსტით, წამები სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსურ დავალებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: არმინე აბელიანი და ვერა სარქისიანი.
აქტივობაში მონაწილეობა კი საინტერესო აღმოჩნდა - ბავშვებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები, მიეღოთ საინტერესო ინფორმაციები და თავადაც გაეზიარებინათ ცოდნა თანატოლებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად