სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვულოცავთ, შემოქმედებითი წვის პროცესში მიღწეულ ამ დიდ წარმატებას“- ჭიათურის N2 სკოლის პედაგოგი ვენერა გაჩეჩილაძე საერთაშორისო აკადემიის წევრად აირჩიეს
02-04-2025
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლა შემოქმედ პედაგოგს - ვენერა გაჩეჩილაძეს გვაცნობს, რომელიც ფიქრებსა და განცდებს ლექსად გადმოსცემს და პოეზიის შთამაგონებელ სამყაროს ქმნის. 

19 მარტს, ვენერა გაჩეჩილაძე ჯუმბერ ლეჟავას  სახელობის საერთაშორისო აკადემიის  წევრად აირჩიეს. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ნიჭსა და შემოქმედებით ღვაწლს.

სკოლაში პედაგოგს წამრტებას ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ პედაგოგის სულიერი სიღრმე აღმაფრთოვანებელია და ის მისი ლექსების მკითხველთა გულამდე ყოველთვის აღწევს. 

„გაგაცნობთ  საუკეთესო ჭიათურელს, სადა, უბრალო, ჩვეულებრივ, გულწრფელ, მთისა და ბარის  მომღერალ ქალს, რომელიც ბავშვობიდან წერს ლექსებს, არის ჭიათურის მწერალთა გაერთიანების  წევრი და თანაავტორი რამდენიმე  წიგნისა.

 განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2025 წლის 19 მარტს აირჩიეს ჯუმბერ ლეჟავას  სახელობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად.

არ შეიძლება გულგრილი დარჩე, როცა ქალბატონი ვენერას ლექსების სამყაროში მოგზაურობ. არა მარტო ლექსებით, მხატვრობითაც ლამაზად გადმოგვცემს გულისნადებს.

გულითადად ვულოცავთ მე-2  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელს  შემოქმედებითი წვის პროცესში მიღწეულ  დიდ წარმატებას. გვეამაყება, რომ  ჩვენი კოლეგაა.

ბოლოს კი ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული თქვენივე სიტყვებით მოგმართავთ:

                  „ლიხს ამერ ქართლი ვარ, ლიხს იმერ-კოლხეთი,

                   წიგნებს ვწერ მრგვლოვანით, ნუსხურით, მხედრულით,

                   და ვმღერი ოთხ ხმაში „კლიმანჭურს“, „ჩაკრულოს“,

                   ვაოცებთ მსოფლიოს  „დაისით„, „მხედრულით“...

არასდროს  მოგშლოდეს  საქართველოსთვის  მღერა  ჩვენო გამორჩეულო თანაქალაქელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგს ახალ წარმატებებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება