სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პოეზიის საღამო გაიმართა
10-04-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის სასკოლო ცხოვრება კიდევ ერთმა შთამაგონებელი ლიტერატურულმა ღონისძიებამ დაამშვენა.

სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის ორგანიზებით - პოეზიის საღამო ჩატარდა.

პოეზიის საღამო, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად, მოამზადა კათედრის ხელმძღვანელმა - თეონა მოდებაძემ.

ღონისძიება სახელწოდებით - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ შთამბეჭდავად წარიმართა და ხაზი გაუსვა ლექსის ძალასა და სილამაზეს. 

გიმნაზიის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები:

1. „ლექსი მეწყერი“-ტიციან ტაბიძე- გიორგი სულეიმანაშვილი;
2. „შენ ჩემში უსტვენ...“ ნიკო სამადაშვილი - ანა ახალმოსულიშვილი;
3. „ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“- ლადო ასათიანი - ვაჟა ურუშაძე;
4. „მზეო თიბათვისა “- გალაკტიონ ტაბიძე - ლელი;
5. „თუთა“ - ანა კალანდაძე - ელენე ზურაბიანი;
6. „დომინო“ - გალაკტიონ ტაბიძე - ელენე სამხარაძე;
7. „იყოს ეს ლექსი უკანასკნელი“ - მირზა გელოვანი - საბა ბოლქვაძე;
8. „მიყვარს ნაბიჯი..“ - მირზა გელოვანი - გიორგი ბერაძე;
9. „ცხრაკარა“ - მირზა გელოვანი - გიორგი მარიამიძე;
10. „ბაბუაჩემი“ - ლადო ასათიანი - ანასტასია ტურაბელიძე;
11. „მერი“ - გალაკტიონ ტაბიძე - მარიამ ჩხაიძე;
12. „ამ ქუჩის ბოლოს“ - ოთარ ჭილაძე - ნინი მარიამიძე;
13. „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“ - ტერენტი გრანელი - ლიზი არევაძე;
14. „ფერეიდანი“- თინათინ მღვდლიაშვილი- საინა იოსელიანი;
15. „ლექსები“ - ბესიკ ხარანაული - მარიამ შაქარიშვილი;
16. „მე და ღამე“ - გალაკტიონ ტაბიძე- დავით ჩხაიძე;
17. „მერანი“- ნიკოლოზ ბარათაშვილი- ნინო შავიძე;
18. „არწივი“ - ვაჟა-ფშაველა - გიორგი გრიგალაშვილი;
19. „კრწანისის ყაყაჩოები“ - ლადო ასათიანი- დანიელ ლობჯანიძე;
20. „ციხე-ტაძართა საგალობელი“- შოთა ნიშნიანიძე - ჩუბითიძე ანდრია;
21. „მე ვარ მისანი ხარი წიქარა“ - შოთა ნიშნიანიძე - თაზო კაბულაშვილი;
22. „ლექსო ჩუმად რომ იწერებოდი“ - გიორგი ლეონიძე - ავთო ხოსრუაშვილი
23. „ჩემი ვედრება“ - ვაჟა-ფშაველა - საბა ბალახაძე.

შესანიშნავად შერჩეული დეკორაცია და რეკვიზიტები ამშვენებდა სცენას და ირგვლივ გამეფებულ განწყობას ამაღლებდა.

საღამო დააგვირგვინა პედაგოგების მიერ წაკითხულმა ლექსებმა. სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ კი წაიკითხა ლექსი - „რად უწოდებენ საქართველოს მგოსანთა მხარეს“.

საღამოს მიზანი იყო პოეზიის სიყვარულის გაღვივება, მხატვრული სიტყვითი აზროვნების წახალისება და შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება