| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, მე-5 კლასში, მუსიკაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „მსოფლიოს ხალხთა ხალხური ცეკვები”. სასწავლო პროცესს პედაგოგი ლალი მოსიაშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილისთვის, მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული ცეკვების შესახებ, შეისწავლეს მათი ისტორია, მნიშვნელობა და შესრულების თავისებურებები.
პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ხალხთა ცეკვების შესახებ და ხალისით ჩაერთვნენ მოსმენილი მელოდიების შესრულებაში.
გაკვეთილმა სახალისო და დინამიურ გარემოში ჩაიარა და მოსწავლეებს გაუჩინა მეტი ინტერესი მსოფლიო ხალხთა კულტურის გაცნობის მიმართ.
ღია გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა კულტურული თვალსაწიერის გაფართოება, რაც წარმატებით განხორციელდა.
ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ცოდნას ამრავალფეროვნებს, არამედ ბავშვებში ინტერესს აღვიძებს სხვადასხვა ერების ტრადიციების მიმართ და ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების დაფასებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა