სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა 
07-04-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრისა და ისტორიის შემსწავლელი კლუბის ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - სერგო ვარდოსანიძე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ, კლუბის წევრები, გიმნაზიის VIII, X და XI კლასების მოსწავლეები.

მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ. 

1. „ქრისტეს პირველი მქადაგებლები" X ბ კლასის მოსწავლე ნინო ჭყონია, ხელმძღვანელი თეა ხარაზიშვილი.

„ავტოკეფალიის მოპოვების წინაპირობები და შედეგი" VIII კლასის მოსწავლეები ანასტასია გოგინაშვილი და ნინო ფხაკაძე, ხელმძღვანელი იოსებ აფაქიძე.

3. " ავტოკეფალიის დაკარგვა 1811 წელს" X ა კლასის მოსწავლე საბა ბალახაძე, ხელმძღვანელი ივერი მერკვილაძე.

4. " საქართველოს ეკლესია ეგზარქოსების პერიოდში" X ბ კლასის მოსწავლე გიორგი კურტანიძე.

5. " ავტოკეფალიის აღდგენა და ილია მართალი" დავით დუგლაძე და ირაკლი ბაბუცაშვილი, ხემძღვანელი ციცინო ანთაძე.

6. " კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე" XI ა კლასის მოსწავლე ეკატერინე გორგაძე, ხელმძღვანელი მარიკა კევლიშვილი.

7. " საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელი" X ა კლასის მოსწავლე დავით ჩხაიძე, ხელმძღვანელი თეა ხარაზიშვილი.

8. " ეკლესია საბჭოთა პერიოდში" XI ბ კლასის მოსწავლე მარიამ კუჭაშვილი, ხელმძღვანელი თეა ხარაზიშვილი.

კონფერენციამ საქმიან და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.

პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ დადებითად შეაფასა კონფერენციის მუშაობა, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და შემდგომი წარმატებები უსურვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 

მოსწავლეებმა ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება