სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი დმანისის საჯარო სკოლის პატარა მკითხველები და მათი წიგნიერების დონის ამაღლებისკენ მიმართული სახალისო აქტივობა
28-03-2025
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდან შთააგონებენ. 

შესაბამისად, მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდნენ. პირველკლასელები, პედაგოგ მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით, სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ. 

მათ დიდი ინტერესითა და მონდომებით წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის იგავები, რაც მათ არა მხოლოდ კითხვის უნარების განვითარებაში დაეხმარა, არამედ მათთვის სასარგებლო ცხოვრებისეული გაკვეთილებიც გააცოცხლა.

აქტივობა განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა პატარა მკითხველებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ასეთი აქტივობები არა მხოლოდ კითხვის კულტურას უყრის საფუძველს, არამედ ბავშვებს ახალ ცოდნასაც სძენს და მათ თვალსაწიერის გაფართოებაში ეხმარება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება