| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებსკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
21 მარტი მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური საზოგადოების მხარდაჭერის დღეა. ამ დღის მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს, რომ ყოველი ადამიანი უნიკალური და ფასეულია და ყველას აქვს თანაბარი უფლებები.
ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგი ირინა მაჭარაშვილი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრა და მათთან ერთად სიუნდრომის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები დაამსხვრია.
მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ და ამ ამ დღის სიმბოლო - „ჭრელი წინდები“ დაამზადეს. ფერადი წინდები გვახსენებს, რომ განსხვავებულობა გვაერთიანებს და სწორედ ამაშია ჩვენი სამყაროს სილამაზე.
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ – აღნიშნეს მოსწავლეებმა და დასძინეს, რომ ისინი უბრალოდ უპირობოდ უყვართ და უგებენ ერთმანეთს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად