სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები ნაბახტევის საჯარო სკოლაში
28-03-2025
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში დაუნის სინდრომის დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა. 

აქტივობებში სკოლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და მითები და რელობა ერთმანეთისგან გამიჯნეს. 

პირველკლასელებმა თავიანთი ხელით მოხატეს ამ დღის სიმბოლო „ჭრელი წინდები“. ბავშვებმა ასევე შექმნეს თემატური პოსტერები, ნახატები, მოამზადეს მცირე პრეზენტაციები, სადაც გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

მოსწავლეებმა ასევე უყურეს დაუნის სინდრომის ბავშვების შესახებ გადაღებულ შემეცნებით ფილმს. 

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი - მე-3 კლასის დამრიგებელი ლელა მჭედლიძე, მე-5 კლასის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე, ხოლო ღონისძიება სორგანიზება გაუწიეს მე-8 კლასის ხელმძღვანელმა მაია რიჟამაძემ და პირველი კლასის დამრიგებელმა ეკატერინე თედეშვილმა. 

ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობას. 

იხილეთ ვიდეო:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება