სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაგომარის საჯარო სკოლის გუნდმა - „დედამიწელები“ ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატში, გურიის მასშტაბით, მე-2 ადგილი დაიკავა
27-03-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში. 

21 მარტს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი - ეკოლოგიასა  და სატყეო განათლებაზე გურიის მხარის სკოლების მოსწავლეებისათვის, სადაც ნაგომარის საჯარო სკოლის გუნდმა - „დედამიწელები“ მეორე ადგილი მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება