სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაბახტევის საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე საინტერესო პრეზენტაციით აღინიშნა 
27-03-2025
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია რიჟამაძესთან ერთად, გამართეს საინტერესო პრეზენტაცია დევიზით - „ნუ დავაბინძურებთ გარემოს, რადგან სუფთა გარემო ჯანმრთელობაა“.

პრეზენტაციას უძღვებოდა მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილი.

ამ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პირველი,მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეები. (კლასის ხელმძღვანელები - პირველი კლასი - ეკატერინე თედეშვილო,მე-5 კლასი ნათია კაპანაძე და მე-8 კლასი მაია რიჟამაძე).

მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რა დრო სჭირდება პლასტმასის ნარჩენების დაშლას, შეიტყვეს, რომ ნარჩენები ხარისხდება შემადგენლობის/ფრაქციების მიხედვით და თავსდება სხვადასხვა ფერის კონტინერებში, რომლებსაც შასაბამისი წარწერები და ნიშნები გააჩნიათ, ასევე გაიგეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სავალდებულოა 7 სახის ნარჩენების დახარისხება, საქართველოში კი 4 სახის ნარჩენის (ორგანული, მინა, პლასტმასი, ქაღალდი) დახარისხება და გადამუშავებაა შესაძლებელი. საქართველოშიც ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავება.

ასევე პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო სახიფათო ნარჩენები (ელემენტები, ტელეფონის ბატარიები) რაც საფრთხის შემცველია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რადგან იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას. პრეზენტაციის ნახვის შემდეგ თავიანთი აზრი გამოთქვეს პირველკლასელებმა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება