| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლის VIIა კლასის მოსწავლეებმა - ანასტასია ფორჩხიძემ, ბარბარე ზიბზიბაძემ, დავით ბარბაქაძემ და გიორგი მეგენეიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ გრიგოლ ბენდელიანის უშუალო მენტორობით, პირველკლასელებისთვის საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია ჩაატარეს, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებასა და სწორი კვების პრინციპებს შეეხებოდა.
პრეზენტატორებმა შესანიშნავად წარმოადგინეს მასალა, რომელიც ადაპტირებული იყო უმცროსკლასელებისთვის.
მათი საუბარი გასაგები, მკაფიო და მხიარული იყო, რაც პირველკლასელებისთვის ინფორმაციის მარტივად აღქმისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მათ გამოავლინეს პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები.
გამოყენებული იყო ვიზუალური მასალა, ინტერაქტიური აქტივობები და გასართობი ელემენტები, რამაც კიდევ უფრო მეტად გაახალისა და დააინტერესა პატარა მსმენელები.
„ეს იყო წარმატებული ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს არა მხოლოდ სამოქალაქო განათლების, არამედ პასუხისმგებლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად