სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიროვაკანის საჯარო სკოლაში ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საინტერესო პროექტ/გაკვეთილი მიეძღვნა
27-03-2025
-
+

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-10 კლასში  ჩატარდა საინტერესო, შინაარსიანი და შემოქმედებითი პროექტ/გაკვეთილი მუსიკაში.

აქტივობას გაუძღვა მუსიკის პედაგოგი აზნივ ვარდანიანი.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ქართველი კომპოზიტორის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის - ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.

ასევე, განიხილეს ოპერის „აბესალომ და ეთერის“ დეტალები, რაც ცალსახად იყო საინტერესო და ინფორმაციული.

„მოსწავლეებმა აიმაღლეს ცოდნა ქართული მუსიკის მიმართულებით, განუვითარდათ პრეზენტაციისა და შემოქმედებითი უნარები, რაც ვფიქრობ აუცილებელია, რათა ახალგაზრდა თაობა გაიზარდოს განათლებული და თანამედროვე გამოწვევების მოპასუხე“,- აღნიშნა მუსიკის მასწავლებელმა.

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი, რომელიც ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ პროექტ/გაკვეთილს და  თავის მხრივ დაამატა საკუთარი მიდგომა და მხარდაჭერა მსგავსი აქტივობების მიმართ.

პროექტი იყო მიზნობრივი, საინტერესო, შინაარსიანი და ვიზუალურად გაფორმებული.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება