სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N175 საჯარო სკოლაში სპეციალურმა მასწავლებლებმა, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს
27-03-2025
-
+


თბილისის N175 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა. 

21 მარტს, მსოფლიო, ყოველწლიურად აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.

ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპების დამსხვრევა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა. თბილისის N175 საჯარო სკოლა აქტიურად ეხმიანება ამ საერთაშორისო ინიციატივას, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ რას ნიშნავს დაუნის სინდრომი და რატომ არის მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს შექმნა.

21 მარტს, სპეციალური მასწავლებლები გადანაწილდნენ მეექვსე კლასებში და მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. 

პედაგოგებმა თითოეულ კლასში განიხილეს დაუნის სინდრომის რაობა, მოსწავლეებისთვის მარტივი და გასაგები ენით. 

მოეწყო დისკუსია - „მითი თუ რეალობა“.  სადაც ბავშვებმა იმსჯელეს, გავრცელებული სტერეოტიპები დამსხვრიეს და მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სინდრომის მქონე ცნობილი ადამიანები გაიცნეს და ისაუბრეს მათი წარმატების შესახებ. მაგალითად დასახელდა - კრის ნიკიჩი – პირველი ადამიანი დაუნის სინდრომით, რომელმაც Ironman-ის ტრიათლონი დაასრულა, მადელინ სტიუარტი – პირველი პროფესიონალი მოდელი დაუნის სინდრომით, ჯემი ბრიუერი – ცნობილი მსახიობი American Horror Story-დან, პაბლო პინედა – ესპანელი პედაგოგი და მსახიობი, პირველი ადამიანი დაუნის სინდრომით, რომელმაც უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო და გიგო შიუკაშვილი – ტელეწამყვანი და პირველი პროფესიონალი ბარმენი საქართველოში, რომელიც დაუნის სინდრომის მქონეა. მათი ისტორიები მოტივაციისა და შთაგონების წყაროა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ დღის აღნიშვნა გვეხმარება: სტერეოტიპების დამსხვრევაში – დაუნის სინდრომის შესახებ მცდარი შეხედულებების გაქარწყლებაში, ინკლუზიური გარემოს შექმნაში, რათა ყველა მოსწავლემ იგრძნოს თანასწორობა და მხარდაჭერა, ასევე შემეცნებისა და ემპათიის გაძლიერებაში.

„21 მარტის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ სწორი და პოზიტიური შეხედულებები დაუნის სინდრომზე.

ჩვენი სკოლა ხელს უწყობს ინკლუზიას, თანასწორობას და მხარს უჭერს თითოეული მოსწავლის უნიკალურ შესაძლებლობებს. მოსწავლეებისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილება, რომელიც მათ დაეხმარება გახდნენ უფრო გულისხმიერი, ინფორმირებული და სოციალურად პასუხისმგებლიანი პიროვნებები“,- აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება