სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“ ფარგლებში, სოფლის უხუცეს ქალბატონს ესტუმრნენ
27-03-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ამჯერად, სკოლაში ხორციელდება პროექტი „ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მშობლიური სოფლის ისტორიის შესახებ საინტერესო ამბებს აგროვებენ. 

ამჯერად, მოსწავლეები სოფლის მკვიდრს - თამარ კეკელიძეს ესტუმრნენ, რომელსაც 95 წელი შეუსრულდა.

მოსწავლეებმა უხუცეს ქალბატონს დაბადების დღე დიდი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსირვეს მის დიდ ოჯახთან ერთად. 

მოსწავლეები გვზიარებენ ჩანაწერს ქალბატონი თამარის მონათხრობიდან.

 „1951 წელს დავქორწინდი აივენგი კეკელიძეზე, ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, ყველა საქმეს სიხარულით ვაკეთებდით ერთად. ლამაზი ოჯახი გვქონდა, ვმუშაობდით კოლმეურნეობაში, ვიყავი მოწინავე მეაბრეშუმე, აგრეთვე ვმუშაობდი  ჩოხატაურის სამშობიარო სახლში. (ქალბატონი თამარი
 კარგი კულინარი იყო და საუკეთესო საცივს ამზადებდა). ჩვენი სოფლის კოლმეურნეობაში სხვადასხვა დარგი ფუნქციონირებდა: მეჩაიეობა, მევენახეობა, ციტრუსი, ხეხილი და მესაქონლეობა. ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული იყო და თითოეული ოჯახიდან ოთხი მოსწავლე მაინც გამოდიოდა სკოლაში
 წასასვლელად. კანტორის ეზოში ხშირად ვიკრიბებოდით, სადაც სამკურნალო წყალი იყო, რომელიც სახსრებსა და რევმატიზმებს უხდებოდა. ეხლა ვიკითხე სამკურნალო წყლის შესახებ და მითხრეს იქნებ გამოჩნდეს ვინმე კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც ამ საკითხით იქნება დაინტერესებული.
 რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი, ცხრამეტი შვილთაშვილი. მათი  დანახვა ბედნიერებას მანიჭებს. მიყვარს  და მეიმედება ჩემი მომავალი.

მინდა ჩემი სოფელი დავლოცო, ბედნიერება და წარმატება ვუსურვო ჩემი სოფლის ყველა მცხოვრებს. გაუფრთხილდით და მოუარეთ ერთმანეთს, დრო ძალიან ჩქარა გადის“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება