| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სკინდორის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები აქტიურად ერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.
ყოველი წლის 14 მარტს მსოფლიოს მათემატიკოსთა სამყარო პი-რიცხვის დღეს აღნიშნავს, რომელსაც სკინდორის საჯარო სკოლის მათემატიკის წრე, გიორგი ბიწაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებით შეუერთდა.
კვირეულის ფარგლებში გიორგი ბიწაძის ჩართულობით, მოსწავლეებმა უამრავი რამ შეიტყვეს მათემატიკური მუდმივას შესახებ და საბოლოოდ, სასკოლო საზოგადოებას საინტერესო თემატური პრეზენტაციაც წარუდგინეს.
„ამგვარად მიულოცეს ბატონ/ქალბატონ პის დაბადების დღე ჩვენმა მოსწავლეებმა...
შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელსა და მათემატიკური წრის წარმომადგენელ მოსწავლეებს!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: ყოველი წლის 14 მარტს მსოფლიოს მათემატიკოსთა სამყარო „პი“-რიცხვის დღეს აღნიშნავს, თუმცა პირველად ეს 1988 წელს, სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში მოხდა ფიზიკოსი ლარი შოუს ინიციატივით, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვ „პი“-ს პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14...
სხვათა შორის, სპეციალისტები მიიჩნევენ, ეს რიცხვი ბაბილონელმა ჯადოქრებმა აღმოაჩინეს. იგი ცნობილი ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას გამოიყენებოდა. თუმცა, „პი“-ს მნიშვნელობის არაზუსტმა განსაზღვრებამ ბაბილონის გოდოლის ნგრევა გამოიწვია. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს რიცხვი იყო ლეგენდარული მეფე სოლომონის აკლდამის მშენებლობის მათემატიკური კონსტანტა.
ეს რიცხვი ემთხვევა ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის დაბადების თარიღს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ხეები დარგეს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად