| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. მათ შორის სკოლაში საინტერესო ღონისძიებებით ეხმიანებიან მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „შვილის თვალებში მზე თუ იცინის , დედისთვის მუდამ გაზაფხულია“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და მათ სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
ბავშვებმა დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. სკოლის მატიანეს კი კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება შეემატა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად