სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწის დაბადება“ - თბილისის N36 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტში მიიღეს მონაწილეობა
26-03-2025
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მრავალფეროვანი, მათ შორის გასვლითი აქტივობები ეწყობა, რა დროსაც ბავშვებს საშუალება აქვთ მიიღონ საინტერესო ინფორმაცია, შეიმეცნონ სამყარო და იმავდროულად, არაფორმალურ გარემოში, განიმტკიცონ სკოლაში მიღებული ცოდნა.

ახლახან, თბილისის N36 საჯარო სკოლის მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეები თბილისის ციფრულ მუზეუმს სტუმრობდნენ, პროგრამაზე „დედამიწის დაბადება“.

ეს გახლავთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი, თხრობითი გახმოვანებით, რომელში ჩართულობაც მოსწავლეებისთვის სახალისო და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მათ მოისმინეს უამრავი საინტერესო ფაქტი დედამიწის, სამყაროს შესახებ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი - სოფიო ასლამაზიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება