სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ილია ჭავჭავაძე-სცენაზე გაცოცხლებული ეპოქა“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის თეატრალების შთამბეჭდავი წარმოდგენა
26-03-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის 
თეატრალური სტუდია „რამპას“ მოსწავლეებმა დაუვიწყარი სანახაობა წარუდგინეს მაყურებელს – სპექტაკლი, რომელიც ერთდროულად ისტორიული, მხატვრული და საგანმანათლებლო მნიშვნელობის ნიმუში იყო. 

ილია ჭავჭავაძის იდეები და მისი ცხოვრების ეპიზოდები სცენაზე გაცოცხლდა არა მხოლოდ ტექსტებით, არამედ სამსახიობო ოსტატობით, მუსიკით, ქორეოგრაფიით, შესანიშნავი კოსტიუმებით და ესთეტიკურად დახვეწილი დეკორაციით.

სპექტაკლის დრამატურგია და რეჟისურა, რომელიც მთლიანად პედაგოგ მარი თაბაგარის ნამუშევარია, უდავოდ დიდ შრომას მოითხოვდა. მასალების დიდი მოცულობის მიუხედავად, წარმოდგენა ლოგიკურ და ემოციურ მთლიანობად იქცა. რთული იქნებოდა ამხელა ინფორმაციის ერთ წარმოდგენაში განთავსება, თუმცა იგრძნობოდა, როგორც პროფესიონალიზმი, ასევე გულწრფელი სიყვარულით შესრულებული საქმე. 

ლალი მელივამ, როგორც პროდიუსერმა და სკოლის დირექტორმა, დიდი წვლილი გაიღო, რომ ეს ყველაფერი ერთიან, მაღალხარისხიან წარმოდგენად ქცეულიყო.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოსწავლეთა შესრულება –მათ მთელი სიცხადით გააცოცხლეს ის ეპოქა, რომელსაც წარმოადგენდნენ. მათი ხმის ტემბრი, ჟესტიკულაცია და სცენური ქმედება იმაზე მეტყველებდა, რომ თითოეულ მათგანს ნამუშევარი ჰქონდა პერსონაჟის როლზე, რომელსაც ასახიერებდა. თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა, დარწმუნებით, ემოციურად და შინაგანი სიღრმით წარმოადგენდნენ გმირთა სახეებს: ილია წიკლაური,სალომე გულისაშვილი, მარიამ ანთიძე, დემეტრე ლიპარტელიანი, გიორგი ანთიძე, ტაისია ბუჩუკური, დავით გოგოჩაშვილი, ტასო ფორჩხიძე, თეკლა ჩარგეიშვილი, დაჩი კუტუბიძე, ანა მახარობლიძე, ბარბარე ზიბზიბაძე, თეკლა შანიძე, ვატო რაზმაძე და გაბრიელ ჯიბლაძე.

შთამბეჭდავი იყო სპექტაკლში მუსიკა და ქორეოგრაფია. ნინო ბიბილურის მუსიკალური ხელმძღვანელობით შესრულებული კომპოზიციები ქმნიდა სათანადო განწყობასა და ხაზს უსვამდა ეპოქის სულიერ მხარეს, ხოლო ნათია ხუჭუას ქორეოგრაფია ბუნებრივად ერწყმოდა სანახაობას.

სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ელემენტი იყო ის, რომ აქ მოზარდები არა მარტო თამაშობდნენ, არამედ თავადაც სწავლობდნენ. მათთვის ეს იყო არა უბრალოდ როლის შესრულება, არამედ ლიტერატურის, ისტორიის, ეროვნული იდეალებისა და ილიასეულ მსოფლმხედველობის გაცნობიერება.

„სპექტაკლი - „ჩემო კარგო ქვეყანავ!“ იმაზე მეტია, ვიდრე ერთი სასკოლო წარმოდგენა. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება თეატრმა ხელი შეუწყოს თაობების კულტურულ და სულიერ განათლებას. საქართველოს განათლების სივრცეში ასეთი ინიციატივები ნამდვილად უნდა გახდეს უფრო ხშირი“,- აღნიშნეს ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ წარმოდგენის დასასრულს -  „როგორც მაყურებელი, დარბაზში ყოფნისას გრძნობ, რომ ეს არ არის მხოლოდ სცენაზე გათამაშებული ისტორია – ეს არის ცოცხალი მესიჯი, რომელსაც ეს ბავშვები მომავალს გადასცემენ. ასეთი წარმოდგენები გვაძლევს იმედს, რომ ეროვნული კულტურის ფუნდამენტი მტკიცედ დგას და მისი გამგრძელებლები ღირსეული თაობაა“,- აღნიშნა აღფრთოვანებულმა მაყურებელმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

შილდის N1 საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და ჭერის ნაწილს მოედო - დაკვამლიანება ძიძამ შენიშნა

პედაგოგების შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა - რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ეხებათ მინისტრის ბრძანება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება