სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლა მორიგ წარმატებულ კურსდამთავრებულს გვაცნობს - ოქროსმედალოსანი მაკინე არაბული მაგისტრის ხარისხს მადრიდში ეუფლება
26-03-2025
-
+

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.

ამჯერად, სკოლა წარჩინებული კურსდამთავრებულს - მაკინე არაბულს გვაცნობს, რომელმაც სკოლა 2019 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა.

იმავე წელს გრანტით ჩაირიცხა კ. ბენდუქიძის სახელობის აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. ერთი წელი მუშაობდა კომპანია „შატო მუხრანში“ ქიმიკოსად.

თუ როგორ დაიწყო მისი წარმატებები, მაკინე თვითონ გვიამბობს:

„2019-2023 წლებში ვიყავი კ.ბენდუქიძის სახელობის აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ბაკალავრის სტუდენტი. 2024-ის სექტემბრიდან ჩავირიცხე „ერასმუს მუნდუსის“ პროგრამაზე- ბირთვული ინჟინერიის ფაკულტეტზე: „უსაფრთხო და საიმედო ბირთვული გამოყენებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სპეციალიზაციით“.

საფრანგეთში IMT Atlantique და ესპანეთში Universidad Politécnica de Madrid „ერასმუსის“ და განათლების საერთაშორისო ცენტრის სრული დაფინანსებით გავხდი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს „მარიე კიურის ფონდის“ სტიპენდიანტი“,- გვეუბნება კურსდამთავრებული.

მაკინე არაბულმა მაგისტრატურის პირველი სემესტრი საფრანგეთის ქალაქ ნანტის უნივერსიტეტში დაამთავრა, ახლა კი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში აგრძელებს სწავლას.

„საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს კურსელებსა და ლექტორებს შორის, რაც კარგად ჩანს ფოტოსურათებზე“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლა ამაყობს მაკინეს წარმატებებით და წინსვლას უსურვებს ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება