| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ტყის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა, სადაც ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა ამომწურავად ისაუბრა ტყეების მნიშვნელობაზე, მათ ეკოსისტემურ სარგებელზე და იმ გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დაცვასა და აღდგენას.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ტყეები ჩვენი პლანეტის ფილტვებია, ისინი არა მხოლოდ სუფთა ჰაერს უზრუნველყოფენ, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის რეგულაციაში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში და საკვების წარმოებაში. სწორედ ამიტომ, 21 მარტი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება როგორც ტყის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ტყის მნიშვნელობის პოპულარიზაციაა. 2025 წლის ტყის საერთაშორისო დღის თემა: „ტყე და საკვები“.
ტყის საერთაშორისო დღე 2012 წელს დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, რათა გაძლიერებულიყო ყურადღება ტყის დაცვის საკითხებზე და გაშუქებულიყო მისი უდიდესი მნიშვნელობა როგორც ბუნებისთვის, ისე ადამიანის კეთილდღეობისთვის.
“დარგე - გაახარე, გაიზრდება - გაახარებს!” – ეს მოწოდება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია შეიტანოს წვლილი ბუნების შენარჩუნებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად