სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N37 საჯარო სკოლაში „ტოლერანტობის კვირეული“ გაიმართა
26-03-2025
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ტოლერანტობის გაღვივებასა და სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას. 

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, 2 აპრილი კი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. ამ თარიღებთან დაკავშირებით, სკოლაში „ტოლერანტობის კვირეული“ გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში სამივე საფეხურის თითოეულმა კლასმა წარმოადგინა მრავალფეროვანი აქტივობები: მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური „ფერადი წინდები“, თემატური პრეზენტაციები, პლაკატები, კედლის გაზეთები.  

მიმღებლობაზე, ტოლერანტობაზე, განსხვავებულობასა და მეგობრობაზე მოწყობილ დისკუსიებში განსაკუთრებული ჩართულობა იგრძნობოდა მოსწავლეთა მხრიდან.

IXბ კლასის მოსწავლეებმა პროექტის სახით წარმოადგინეს სხვადასხვა ფილმიდან ამოღებული სიუჟეტების კოლაჟი, რომელიც აცნობდა თანატოლებს ადამიანის განვითარების მრავალფეროვნებას: ტურეტის სინდრომის, აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის მქონე პირების ძლიერ მხარეებს, სოციუმში მათ ადაპტაციასა და სოციალიზაციას.

კვირეულს ხელმძღვანელობდნენ სკოლის  სპეცმასწავლებლები: მაია გორგაძე, მაია გაგნიძე, ნუნუ სიმონიშვილი.

სკოლის დირექციამ დადებითად შეაფასა  მათი ნაყოფიერი მუშაობა და  კვირეულში ჩართულ თითოეულ კლასს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება