სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოიფინა
26-03-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

24 მარტს, ნინოწმინდის კულტურის სახლის პირველ სართულზე გაიმართა „Van Art Studio“-ს დიდი გამოფენა, რომელიც დედისა და სილამაზის დღეს მიეძღვნა.

გამოფენას ერქვა „აყვავებული დედობა“, რაც ასახავდა დედობის სიფაქიზესა და ბუნების განახლებას.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ნიჭიერი მოსწავლეები განძიდან, ნინოწმინდიდან, ფოკიდან, დიდი და პატარა არაგიალიდან, ეფრემოვკადან, გორელოვკადან და საღამოდან.

მათ შორის იყვნენ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ღონისძიებაზე საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს. მოსწავლეები გამოფენაში ხელოვნების მასწავლებლის - ვანიკ თევანიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, რომელსაც ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა.

„ვამაყობ ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებით. მათი ერთგულება და სიყვარული ხელოვნების მიმართ აისახებოდა თითოეულ ნახატში, რაც გამოფენას ნამდვილ ფერად დღესასწაულად აქცევდა“,- აღნიშნავს პედაგოგი .

ღონისძიებაზე სულ გამოფენილი იყო 450-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც შესრულებული იყო სხვადასხვა ტექნიკით – აკრილით, გუაშით, ზეთით, პასტელით და სხვა მასალით.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ხელოვნების მოყვარულთა, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა შემოქმედებით ნამუშევრებსა და გამოფენის ორგანიზაციას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

შილდის N1 საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და ჭერის ნაწილს მოედო - დაკვამლიანება ძიძამ შენიშნა

პედაგოგების შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა - რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ეხებათ მინისტრის ბრძანება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება