სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფინანსური წიგნიერების ტრენინგი ჩაუტარდათ 
27-03-2025
-
+

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

20 მარტს, ფულის მართვის გლობალური კვირეულის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ჩაუტარდათ უფასო ტრენინგი - „ფულის მართვის ხელოვნება“.

ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ფულის დაზოგვის, პირადი და ოჯახის ფინანსების ბიუჯეტირების და ციფრული ვალუტების მიმოქცევის შესახებ დაგეგმილ შემეცნებით აქტივობებში.

ტრენინგი ჩატარდა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.  ტრენინგში მონაწილეობდნენ ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, ვიქტორინა-კონკურსში წარმატებით იასპარეზეს და გაიმარჯვეს IXა კლასის მოსწავლე მარიამ კვირიკაშვილმა (დამრიგებელი თამილა ფურცხვანიძე) და IXგ კლასის მოსწავლე მერაბ მამარდაშვილმა (დამრიგებელი ლელა მანჯავიძე).

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.

ტრენინგი ჩაატარეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების მიმართულების პროფესორმა ნანა შონიამ და ამავე მიმართულების ასოცირებულ პროფესორმა ხათუნა შალამბერიძემ, როსთვისაც ქუთაისის N19 სკოლის სასკოლო საზოგადოებას მადლობას უხდის და ახარებთ რომ თანამშრომლობა გრძელდება. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება