სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული შემეცნებითი აქტივობები ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში
26-03-2025
-
+

ქუთაისის N19 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.  სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს. მოსწავლეებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრი ნინო კალანდია სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრა, მათთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია და მითები რეალობისგან გამიჯნა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 21  მარტი არაა მხოლოდ ჭრელი წინდა. 21 მარტის, სწორად აღქმით და წარმართვით დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ღირსეულ მომავალს ვუყრით საფუძველს. მომავალს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.  

ეს დღე სიმბოლურად გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის, თანასწორობისა და მიმღებლობის კულტურის განვითარება საზოგადოებაში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია სწორი აღქმები და მიზნობრივი ღონისძიებები. 

მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად ჩაატარეს აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა მხარდაჭერას, ერთმანეთის უნიკალურობის აღქმას. მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოირგეს მათივე შექმნილი „ჭრელი წინდები“, არამედ ისაუბრეს დაუნის სინდრომის შესახებ, დახატეს თემატური ნახატები და აქტიურად ჩაერთნენ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ ღონისძიებაში. 

ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს სტერეოტიპების დამსხვრებას და ქმნის უფრო ჰუმანურ საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება