| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ.
სკოლის ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ (ხელმძღვანელი - დალი კილაძე) წევრებმა(ლუკა შაინიძე, ელენე დიასამიძე) ჩაატარეს პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნებოდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის რაობის, საზოგადოებაში დამკვიდრებული სწერეოტიპების შესახებ და მითი და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს თემა მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რადგან ის ეხება თანასწორობას, მრავალფეროვნებას და საზოგადოების ყველა წევრის ღირსებასა და უფლებებს.
„პრეზენტაციის მიზანი იყო, მოსწავლეები გასცნობოდნენ დაუნის სინდრომის რაობას, მის გამომწვევ მიზეზებსა და იმ სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს, ამ სინდრომის მქონე ადამიანები რომ აწყდებიან. მადლობა ბავშვებსა და მათ ხელმძღვანელს საინტერესო შეხვედრისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობითა და ძალისხმევით შეიქმნა განსაკუთრებული დღე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად