სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N132 სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო
24-03-2025
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის მე-5 კლასში, მუსიკის გაკვეთილის ფარგლებში, პედაგოგ მარიკა მირველაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი. გაკვეთილზე პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად ისაუბრა თემის გარშემო და აღნიშნა, რომ ბავშვობის ასაკიდანვე ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვანია, აუცილებელია საზოგადოების სწორი ინტეგრირებისათვის.

„გავაფერადეთ კლასი ბუშტებით, ბევრი ვითამაშეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ ჩვენს საყვარელ ანას“,- გვეუბნება პედაგოგი. 

დაუნის სინდორმის შესახებ ინფორმაცია 1-ელი კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ლელა ბასილაშვილმა მიაწოდა, რის შემდეგაც პატარებმა თავიანთი შეგრძნებები, ემოციები და შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანეს. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდნენ  მე-6 კლასის მოსწავლეებიც, პედაგოგ ბელა გიორგაძის ხელმძღვანელობით. 

პედაგოგ მაიკო მეხრიშვილის მოსწავლეებმა კი სინდრომის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს, მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს და ერთხმად აღნიშნეს -  „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე - „ფერადი წინდების ტრადიცია“. მოსწავლეებმა ისაუბრეს მეგობრობაზე თანადგომაზე სიყვარულზე და სიკეთეზე. შეასრულეს თემატური აქტივობა და გაუგზავნეს საზოგადოებას მთავარი მესიჯი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. შემეცნებით აქტივობას პედაგოგი თამარ ნათაძე ხელმძღვანელობდა.

IIIკლასი, კი პედაგოგის ცისანა ლილუაშვილის ხელმძღვანელობითა და სპეციალური მასწავლებლის ნატო ვარამაშვილის მხარდაჭერით, შეუერთდა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს.

„2025 წლის სლოგანია - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ არსებულ მითებსა და რეალობაზე. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიღწევებსა და წარმატებებზე სხვადასხვა საქმიანობებსა თუ სფეროებში. აგრეთვე, გამოვეხმაურეთ მნიშვნელოვან საკითხს - მხარდამჭერი სისტემების როლსა და მნიშვნელობას“,- გვიყვება პედაგოგი. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური აკადემიური ჩართულობის ხელშეწყობას

სკოლის დირექტორმა წახალისების მიზნით სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საგაკვეთილო პროცესში გაცდენები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება