მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ვის ეკუთვნის სკოლის ამბები. საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში, კერძოდ კაკაბეთში უფროსკლასელებმა პურში ჩადეს თაგვის წამალი და აჭამეს ბავშვებს, რამდენიმეს, გადასხმები უდგათ, უნდა მოეთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას პასუხი და იმათ, ვინც ეს გააკეთეს რეაგირებას ვინ მოახდენს“, - აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ანონიმურმა მომხმარებელმა გაავრცელა.
ფაქტის გადასამოწმებლად, etaloni.ge პირველ რიგში სკოლის დირექტორს, პაატა ჩხეიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნული უარყო და განაცხადა, რომ არაფერი მომხდარა.
ამბავი არ დაადასტურა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ლელა ფანოზიშვილმაც, თუმცა etaloni.ge საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალს“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დეტალებზე მხოლოდ პედიატრი ისაუბრებდა, თუმცა მოსწავლეების მოწამვლის ფაქტი არ უარყვეს.
რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი და ვისი ბრალეულობაა - ამ კითხვას იმედია გამოძიება შესაბამის პასუხს გასცემს, თუმცა ფაქტს, რომელსაც სკოლის დირექტორი უარყოფს, მოწამლული მოსწავლის მშობელი etaloni.ge-სთან ადასტურებს.
ქალბატონი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა, გვიამბობს, რომ სკოლის გვერდით არის თონე, სადაც ბავშვებმა პური იყიდეს და ჭამეს. ამის შემდეგ დაეწყოთ მუცლისა და თავის ტკივილი:
„ეს ამბავი გუშინწინ მოხდა... როდესაც შევიტყვე, რომ ბავშვს მოწამვლის ნიშნები ჰქონდა, საღამოს კლინიკაში გადავიყვანეთ, თურმე მთელი დღე ამ ამბებში ყოფილან... გადაყვანილები არიან სხვა ბავშვებიც (საკმაოდ ბევრნი), თუმცა იქ გვითხრეს, რომ არანაირი მოწამვლა არ არის და ღამის სამ საათზე სახლში გამოგვიშვეს.
ბავშვს ახლაც გადასხმას ვუდგამთ, მუცელი და თავი ისევ სტკივა, და საავადმყოფოში კიდევ მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო“.
ამის შემდეგ etaloni.ge კიდევ ერთი მოსწავლის მშობელს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა რომ საავადმყოფოში არიან, თუმცა რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ვინ არის პასუხისმგებელი მოსწავლეების მოწამვლაზე - იმედია, უახლოეს მომავალში გარიკვევა, საკითხს etaloni.ge თვალყურს მიადევნებს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი etaloni.ge-ს სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წაიშლა, თუმცა პოსტი შენახული გვაქვს, რომელიც სტატიაშივეა გამოყენებული. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსწავლეების მოწამვლისა და მათი კლინიკაში გადაყვანის ფაქტი სხვადასხვა წყაროებიდანაც დადასტურდა.
იხილეთ პოსტი:
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
უფროსი სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - რა შემთხვევაში დაგეწერებათ 0 ქულა და რა უნდა გაითვლისწინოთ გამოცდაზე
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
„ემიგრანტის შვილი“ მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოები არ არის – ეს არის ხმა ბავშვების, რომლებიც ხშირად უხმოდ იტანენ ტკივილს
ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება
შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან