| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ინივიატივა თუ ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ყოველწლიურად, 14 მარტს, მსოფლიოში „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღს დეხვირის საჯარო სკოლაში საინტერესოდ გამოეხმაურნენ.
სკოლის მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა - მადონა ბენდელიანმა, კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას „პი“ რიცხვის მნიშვნელობა. შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო აქტივობითა და საჭირო ინფორმაციით.
ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, დამსწრე საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესში, რაც, თავისთავად, უფრო შთამბეჭდავს ხდიდა შეხვედრას.
π -ს დღე პირველად 1988 წელს სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში აღინიშნა, იგი ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვი პის პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14…
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად