| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და ინტერაქტიული აქტივობებით სწავლობენ, რაც მათ ეხმარება პრაქტიკული უნარების განვითარებაში და ამ საგნისადმი სიყვარულის გაღვივებაში.
მათემატიკისადმი ინტერესის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, სკოლაში მათემატიკის სასკოლო კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა მოეწყო.
მათ შორის აღინიშნა „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღე.
მათემატიკური დღესასწაული გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და ასევე, მოაწყვეს მინი წარმოდგენა, სახელწოდებით - „ჩემი თვალით დანახული „პი“ რიცხვი“.
ღონისძიება „პი“ რიცხვისთვის მიძღვნილი ლექსებით დამთავრდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ღონისძიებები სასწავლო პროცესს უფრო მხიარულსა და მრავალფეროვანს ხდის და მოსწავლეებს უჩენს სურვილს, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად