| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება.
ახლახან, კორხის საჯარო სკოლაში ბილინგური სწავლების სპეციალისტის - იზოლდა ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის - „არაფორმალური განათლების“ ფარგლებში, საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა 3 და 8 მარტი აღნიშნეს და საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცეს.
ღონისძიებაში მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. სახალისო აქტივობებში მონაწილეობდნენ მშობლებიც. მოსწავლეებმა მშობლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად