TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის სამგზის სერტიფიცირებული პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი სწავლებისას მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების სტრატეგიებს მიმართავს
17-03-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

პედაგოგმა სპეცმასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურა, ისტორიის და სამოქალაქო განათლების ჩაბარების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და მესამედ გახდა სერტიფიცირებული.

როგორც თავად გვეუბნება, ინკლუზიური სწავლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ჩართვაა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. ინკლუზიური სწავლება ითვალისწინებს ყველა ტიპის მოსწავლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში.

ბავშვის უფლების კონვენციის თანახმად, განთლების მიღება ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.

პედაგოგს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე შეაქვს სიტუაციური ამოცანები, ამონარიდები ინკლუზიური განათლებიდან. მოსწავლეებს მოსწონთ სიახლეები, მეტის მოლოდინი აქვთ, უჩნდებათ მიმღებლობა სსსმ დს შშმ მოსწავლეების მიმართ.

მისი აზრით, ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების სტრატეგიებს.

თვითგანვითარებაზე ზრუნვა კი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზია.

საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვები:


-რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ისგ-ს შედგენის დროს;
-რაში ეხმარება ისგ პედაგოგს და რატომ არის საჭირო ცვლილება;
-გეგმის ადაპტაციის 2 მიმართულება;
-რა არის აკომოდაცია და რა არის მოდიფიკაცია;
-აკომოდაციის სახეები;
-შეფასების აკომოდაციის სახე;
-ინსტრუქციის აკომოდაციის სახე;
-გარემო პირობების აკომოდაცია;
-დროის აკომოდაცია;
-რას ნიშნავს რაოდენობრივი და თვისებრივი მოდიფიკაცია;
-სმარტ მიზნები.

„სკოლა კონკურენტუნარიანია მაშინ, როცა სსსმ და შშმ მოსწავლეები ჰყავს, ადაპტირეული გარემოა, რესურსები მრავალფეროვანია, გამოყენებულია უნივერსალური დიზაინის პრინციპი. მასწავლებელი მეტად ემზადება, რათა ყველა მოსწავლეს მოარგოს აქტივობები.

ზემოთ აღნიშნული სტრატეგიების გამოყენეით მოსწავლებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის დელეგირების, ღია ურთიერთობის შემოქმედებითი აზროვნების უნარი, უჩნდებთ მიკუთვნებულობის განცდა, სკოლის აქტიურ წევრად გრძნობენ თავს, რაც თანასწორუფლებიან სწავლის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს“,- დასძენს პედაგოგი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

შილდის N1 საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და ჭერის ნაწილს მოედო - დაკვამლიანება ძიძამ შენიშნა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება