სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული ორხვის საჯარო სკოლაში
17-03-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლეებლთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

ორხვის საჯარო სკოლაში ამ  დღისთვის მზადება ერთი კვირით ადრე დაიწყო.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მირანდა ბანძალაძემ მოსწავლეები შეკრიბა სკოლის
ბიბლიოთეკაში და მათ ამ დღის არსსა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

აღნიშნა, რომ მიუხედავად მცირეკონტიგენტიანობისა სკოლა ყოველ წელს აქტიურად უერთდება მსოფლიო კამპანაის და გაიხსენა გასული წლის სასკოლო ღონისძიება. მან მოსწავლეებს ასევს სთხოვა აერჩიათ სასურველი წიგნი, რომელსაც წაიკითხვდნენ და ფინალურ ღონისძიებაზე ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაიზიარებდნენ, ასევე ხმამაღლა  წაიკითხავდნენ შერჩეულ საინტერესო ფრაზებს.

7 თებერვალს კი, სკოლაში წიგნიერების დღესასწაული მოეწყო. ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა - თამილა მეგრელმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ღონისძიება მიულოცა და მოსწავლეებს შეახსენა  დიდი ილიას სიტყვები -  „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“. აქვე აღნიშნა, რომ წიგნი ცოდნის მიღების საუკეთესო საშუალებაა, მისი კითხვა კი
მეხსიერების განვითარების საუკეთესო გზა. მოსწავლეებს გაუზიარა ექიმების დასკვნაც, რომ კითხვა ტვინის იდეალური ვარჯიში .

„ასე, რომ წიგნის კითხვით ცოდნასაც მივიღებთ და ტვინსაც გავავარჯიშებთ“,- დასძინა დირექტორმა.

მოსწავლეებმა მათ მიერ შეჩეული წიგნებიდან წაიკითხეს საინტერესო ადგილები. ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და გამოთქვეს სურვილი გაეცვალათ წაკითხული
წიგნები, სასწავლო წლის დასრულებამდე კი კიდევ ერთხელ მოაწყობენ მსგავს შეხვედრას და იმსჯელებენ წიგნების შესახებ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მადლობა მოუხადა მოსწავლეებს აქტიური
ჩართულობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება