| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სახალისოა. მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც სასწავლო პროცესს საინტერესო ინიციატივებით უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, სკოლაში მათემატიკის სასკოლო კვირეული გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით წარიმართა.
კვირეულის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგები - მაია ფიფია და მარიამ გოგილაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ინტეგრირებული გაკვეთილი მოიცავდა თემას: „მონაცემთა წარმოდგენა სვეტოვანი და წრიული დიაგრამების გამოყენებით“.
გაკვეთილს ესწრებოდნენ გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, ხარისხის მართვის მენეჯერი - მაყვალა ანთაძე და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი - შორენა ოქრიაშვილი, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ინტეგრირებულ გაკვეთილს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად