სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N16 სკოლის წარმატება მასშტაბურ ღონისძიება-პროექტში -  მე-9 კლასელი ხატია კელაპტრიშვილი საუკეთესო ესეს ავტორად დასახელდა 
13-03-2025
-
+


თბილისის N16 საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში. 

28 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტში სასკოლო კლუბების ასოციაციის ეგიდით, გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება-პროექტი - „თებერვლის გაკვეთილები 1921-2025“. პროექტში მონაწილეობდა 20 სკოლა და 200-ზე მეტი მოსწავლე.

დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლიდან პროექტს შეუერთდა - Xა, Xგ, IX ბ და IX გ კლასის 32 მოსწავლე.

რა გვასწავლა ისტორიულმა წარსულმა? რა „გაკვეთილი“ ჩაგვიტარა 1921 წლის თებერვლის მოვლენებმა? რატომ არის დღესაც აქტუალური იგივე გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა საუკუნის წინ იდგა? ამ თემებს ეძღვნებოდა საგანთა (სამოქალაქო განათლება და ქართული ენა და ლიტერატურა ) ინტეგრირებით ჩატარებული გაკვეთილები სკოლაში.

გაკვეთილებს პედაგოგები - ქეთევან რეხვიაშვილი (სამოქალაქო განათლება) და მაია ჯერვალიძე (ქართული ენა და ლიტერატურა) ხელმძღვანელობდნენ. 

გამოცხადებულ კონკურსებში, რომლებიც მოეწყო საუკეთესო პოსტერის, ესესა და ვიდეორგოლის გამოსავლენად, დასახელდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელისგან  ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ხოლო „არაფორმალური განათლების ინსტიტუტმა“ დაასაჩუქრა რჩეული მოსწავლეები და მიიწვია მომავალ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

საუკეთესო ესეს ავტორად დასახელდა დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლე ხატია კელაპტრიშვილი. სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ ასევე მასწავლებლები, რომლებსაც ყველაზე მეტი აქტივობა ჰქონდათ პროექტის ფარგლებში.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, სადაც მიწვეული ექსპერტები საუბრობდნენ 1921- 2025 წლების მიმდინარე მოვლენების გარშემო და მის საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება