| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ხარისხიანად და სიღრმისეულად სწავლობენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ისტორიის შემსწავლელი კლუბი.
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, გიმნაზიის საქართველოს ისტორიის შემსწავლელი კლუბის წევრებმა პედაგოგებთან: იოსებ აფაქიძესთან, ივერი მერკვილაძესთან და მაია ნამორაძესთან ერთად, მშრალ ხიდთან, პატივი მიაგეს 1956 წლის 9 მარტს, საბჭოთა საოკუპაციო ჯარის მიერ დახვრეტილი ქართველი დემონტრანტების ხსოვნას.
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა.
მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციის სახით წარმოადგინეს და გააცოცხლეს საქართველოს ისტორიის ეს ავბედითი მონაკვეთი და მემორიალურ ქვასთან, რომელიც რამოდენიმე ათეული წელია გვაუწყებს, რომ ამ ადგილას აიგება დაღუპულ დემონსტრანტთა მემორიალი - სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად