| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N6 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექტორის - ქეთევან თევდორაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლაში წახალისებულია მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, IX-X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში „კონფიდენციალურობის გაკვეთილზე“.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე შეაფასეს რისკები, რაც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოჰყვეს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია ინტერნეტუსაფრთხოების წესების შესახებ.
გასვლითი ღონისძიების ორგანიზატორი იყო მოქალაქეობის მასწავლებელი ნანა შენგელია.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„ვცდილობთ, მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შევუქმნათ“
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...