| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის eTwinning-ის ფარგლებში იწყებს მასწავლებელთა შერჩევას საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ eTwinning-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.
შერჩეული მასწავლებლები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე ასევე, საქართველოში დაგეგმილ კონფერენციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
პროექტის აღწერილობა - აღწერეთ პროექტის მიზანი, საგანთაშორისი ინტეგრაცია, მეთოდები, განხორციელებული აქტივობები, პროექტის შედეგები და სხვა მოცემული კომპონენტები, სამიზნე კომპეტენციები. (არაუმეტეს 300-400 სიტყვით).
პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 15 სლაიდი), პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს.
თავად აირჩიეთ ერთი-ერთი პროექტი რომელშიც ჩართული ხართ ESEP-ის პორტალზე და რომელიც აქტიურია 2024-2025 წელს.
მიუთითეთ თვინსფეისის ბმულები განხორციელებული აქტივობების დამადასტურებლად.
საბუთები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე etwinningplus@tpdc.ge 12 მარტის ჩათვლით.
დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება.
პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც არ მიუღიათ მსგავს კონკურში მონაწილეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას