სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის
04-03-2025
-
+


2024-2025  სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 9 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. №9). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მონაწილეებს სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის. 


2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მოსაწვევის ამობეჭდვა შესაძლებელი იქნება 4 მარტის 10:30 საათიდან ვებგვერდზე online.naec.ge 

დასკვნით ტურში გადასული მოსწავლის მოსაწვევის ამობეჭდვა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.

მოსაწვევზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს ყურადღებით გაეცნოს მოსაწვევზე მითითებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.  

საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ასევე, გამარჯვებული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება