სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაიყინა ეს ჯერ არ ეხება სასტიპენდიო პროგრამებს“ ელჩის განცხადებას ალექსანდრე წულაძე პასუხობს
27-02-2025
-
+


გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის განათლების სამინისტრომ ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობის განახლების გადაწყვეტილება არ მიიღო: 

„გერმანიის განათლების სამინისტრომ გაყინა გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება“ და ეს გადაწყვეტილება ეხება სტუდენტების მობილობას, კვლევასა და „ევროკავშირში საქართველოს პროგრამებს“.

მიზეზად განმარტებულია „საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას“.

ელჩის თქმით, ჯერჯერობით შეზღუდვა არ შეხებია გერმანიის განათლებისა სამინისტროს მიმდინარე დაფინანსებას საქართველოსათვის:

„ეს ჩვენს გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, - მაგალითად, DAAD-ს, - ჯერ არ ეხება, მაგრამ გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“, - ნათქვამია ფიშერის განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა განათლების სამინისტრო და მინისტრ წულაძის განმარტებით, თამანშრომლობის საკითხის შეჩერება ეხება მხოლოდ საქართველოს და გერმანიის განათლების სამინისტროებს, ხოლო სტუდენტებს - არა.

„მსურს აღვნიშნო, რომ პეტერ ფიშერის განცხადება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე.

აღნიშნული განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო.

რეალურად გერმანიის ელჩი ეყრდნობა განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის წერილს, რომელიც 20 თებერვლით თარიღდება. საგულისხმოა წერილის თარიღიც.

ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელიც კი არის, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო და ჯერ კიდევ არდაწყებული სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ელჩმა გააჟღერა.

აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრს სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შემოეტანა.

კიდევ ერთხელ მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“, – ნათქვამია ოფიციალური უწყების განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება