სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენათა დედა - ქართული“ - ნაბახტევის საჯარო სკოლა მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიებით შეუერთდა
24-02-2025
-
+


21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ამ დღის შემოღება 1952 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქართული ენის შენარჩუნების საკითხი ძალზე აქტუალური იყო 1978 წელს. იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.

იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის, ნაბახტევის საჯარო სკოლა მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს I,III,VIII კლასების მოსწავლეებმა; აქტივობის დევიზი კი გახლდათ - „ენათა დედა - ქართული“.

თემატიკიდან გამომდინარე, ქართული ენის, ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებმა გამოფინეს პლაკატები ციტატებით: „ქართული ენა-ჩვენი სული და გული“, „ენა ჩვენი მემკვიდრეობაა“, „მისი დაცვა-ჩვენი ვალდებულებაა“.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს, რომ „ეს განსაკუთრებული დღე გვახსენებს, ჩვენს ფესვებს, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ენას. „ქართული ენა არის ჩვენი ტრადიციებისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის უმაღლესი გამოხატულება“... ასევე აღნიშნეს, რომ „21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს დააწესა. დღე როცა მთელი მსოფლიო აღნიშნავს მშობლიური ენების მნიშვნელობას მათ დაცვასა და განვითარებას“.

პირველი და მე-3 კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები... ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ღონისძიების ორგანიზატორებმა: მე-8 კლასის ხელმძღვანელმა - მაია რიჟამაძემ და პირველი კლასის ხელმძღვანელმა - ეკატერინე თედეშვილმა; ღონისძიება კი გააფორმა ხელოვნების პედაგოგმა ანა ღამბარაშვილმა.

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს  პირველი კლასის პედაგოგს, ეკატერინე თედეშვილს, მე-3კლასის ხელმძღვანელს ლელა მჭედლიძეს, მე-8კლასის ხელმძღვანელს მაია რიჟამაძესა და ხელოვნების პედაგოგს ანა ღამბარაშვილს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება