სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია
25-02-2025
-
+


2025 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანი ცვლილებები ცნობილია. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით ცვლილებების შემდგომ:

საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);

გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესის, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესის შემუშავებისთვის;

პირი ვალდებული აღარ იქნება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, იმ შეთხვევაში თუ მისი ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში;

განისაზღვრება, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას,

2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში;

დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან;

შეიცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:

იმ პირებს, რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;

იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით, მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;

რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა უფლება, განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში. ასევე, რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა შეთავსებადი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება სამინისტროს სისტემაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება