სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების მიერ ავტორიზაციის პირობების შემოწმება და მონიტორინგი - რა უნდა იცოდეთ
21-02-2025
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულება მოწმდება გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით და/ან ცენტრის ინიციატივით. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით, ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე და/ან ცენტრის ინიციატივით.
 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აქტის გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.
 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი განაცხადი. ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  განაცხადთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წარადგენს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
 

 ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უთითებს მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, მონიტორინგის განხორციელების ფორმას და მონიტორინგის ფარგლებს. 
 

მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრება 90 კალენდარული დღით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება