| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა.
დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს 1000 ლარით გაეწევათ დახმარება ერთჯერადად:
ა) დედ-მამით ობოლი ოჯახებიდან;
ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილიანი) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000- ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
ასევე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ იშვიათი (საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, N 199/ნ, 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) დაავადებები და სისტემატურად საჭიროებენ მკურნალობას, ასევე „ავთვისებიანი სიმსივნეები რომლებიც ვლინდება ახალგაზრდა ასაკში“ და ხანგრძლივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას, ყოველთვიურად გაეწევათ 400 ლარიანი დახმარება:
ა) დედ-მამით ობოლი ოჯახებიდან;
ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილიანი) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000- ჩათ. სარეიტინგო ქულა;
დ) მარტოხელა მშობლების შვილები.
სტუდენტებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან სწავლის შესახებ;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეორე პუნქტის შემთხვევაში სამედიცინო ცნობა ფორმა 100;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების და მეორე პუნქტისა „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა