| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისში“ სასწავლო პროცესს დაუვწყარს ხდის ისეთი შთამბეჭდავი საღამოები, როგორც ახლახან, ნიკოლოზ ბარათაშვილის 207-ე დაბადების დღეს მიეძღვნა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ქეთი ყიფიანი) ლიტერატურულ საღამოს განსაკუთრებული სიღრმე და პოეტური ელფერი შესძინეს.
„უპორტრეტოდ გამქრალი, თუმცა მსოფლიო მასშტაბის შემოქმედის ცხოვრება და ბედისწერა მათ საოცარი სიფაქიზით და შთამბეჭდავი ოსტატობით გააცოცხლეს. საღამოზე შექმნილი სალონური ატმოსფერო მაყურებელს პოეტის სამყაროში აცხოვრებდა – მისი შემოქმედების, ცხოვრების ნაცნობი და ნაკლებად ცნობილი დეტალები საოცრად ლამაზად, ამომწურავად და შთამბეჭდავად წარმოჩინდა“,- ასე აფასებენ სკოლაში მოსწავლეების ნიჭიერებას, რითიც სკოლის ისტორიას კიდევ ერთი მრავალფერვანი მოგონება შემატეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულ მონოლოგსა და დიალოგში ჩანდა ის დადებითი, მუხტი რომელიც მოსწავლეებმა განიცადეს პოეტის მიმართ.
ამ ღონისძიებამ არა მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება გააცოცხლა, არამედ ხაზი გაუსვა იმას, რომ დიდ გენიოსის ილია ჭავჭავაძის გონიერებამ სათანადოდ გააცნობიერა ეპოქისათვის პოეტის მნიშვნელობა.
ბარათაშვილი, რომლის „განწირული სულის ქნარი“ ყველა ეპოქაში მკითხველთა გულებში „მანათობელ მზედ“ გადაიქცევა, როგორც მოსწავლეების, ასევე ფართო აუდიტორიისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა