სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ClauWau - სანტების მასშტაბური შეჯიბრი შვეიცარიაში
07-01-2025
-
+


ყოველწლიურად, შვეიცარიის ზამთრის კურორტი სანტა კლაუსის მსოფლიო ჩემპიონატს - ClauWau-ს მასპინძლობს.

მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრი გასართობი და შეიძლება ითქვას, იუმორისტული ელფერის მატარებელია, მაინც კონკურენტულია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო გუნდებისთვის ფულადი პრიზებიც დაწესებულია. 

შეჯიბრზე დასწრება უფასოა, კონკურსში 32 ოთხწევრიანი გუნდი მონაწილეობს. ისინი ერთმანეთს ხუთი მიმართულებით ეჯიბრებიან, რითაც ფიზიკურ გამძლეობას, თოვლზე სიარულის შესაძლებლობებსა და სანტას უნარებს წარმოაჩენენ. 

პირველი რაუნდი

სანტას ხელკეტი

გუნდის პირველი წევრი ერთადგილიანი ციგით გადაადგილდება. მან სანტას ცარიელი ტომარა უნდა აიღოს და სხვას გადასცეს. ამ უკანასკნელმა კი, ამანათი უნდა აიღოს და გუნდის მესამე წევრმა შესაძლოა ის შეფუთოს, მეოთხე მონაწილე კი, თოვლმავალის უკან უნდა დადგეს და სხვა საჩუქრების ჩამოყრას ხელკეტით ეცადოს. ამასობაში, სხვებმა დრო უნდა მოიგონ და ფინიშის ხაზი პირველებმა გადაკვეთონ.  

სანტა კლაუბენი

მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ ერთდროულად გადაადგილდება. გზად კი, ამანათებია განლაგებული, ისინი გუნდის წევრებმა უნდა შეაგროვონ და სანტას ტომარაში ჩადონ. აღსანიშნავია, რომ სანტას გიგანტური ქუდი მონაწილეებს მუხლებამდე სწვდებათ, ამიტომ გუნდის ხედვის არეალი მკაცრად შეზღუდულია. 

სანტას Skifox

გუნდის თითოეულ წევრს აქვს Skifox - თოვლში სასრიალო პატარა მოწყობილობა და წყვილი მინი თხილამურები (ჩვეულებრივ თხილამურებზე უფრო მოკლე). მონაწილეები მინი თხილამურებით გორაზე უნდა ავიდნენ. ზევით ასვლის შემდეგ, ისინი უნდა თავიანთ Skifoxes-ზე უნდა გადასხდნენ და სწრაფად გადაადგილება შეძლონ. 

ბუხარზე ასვლა

გუნდის თითოეულმა წევრმა საჩუქრების ტომარა უნდა აიღოს და ბუხარზე ასვლა დაიწყოს. მათ საჩუქრები გიგანტური ბუხრის საკვამურზე უნდა მოათავსონ. მას შემდეგ, რაც ყველა საჩუქარი დაიდება, მათ ზარი უნდა დარეკონ და ტომარა საკვამურში ჩააგდონ. გუნდის სხვა წევს მოქმედების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც ტომარა მიწას შეეხება. 

პირველი ტურის შემდეგ, სანტას აღლუმია. საუკეთესო კოსტიუმის მქონე გუნდი კი, ფულად პრიზს იგებს.

ფინალური რაუნდი

სანტას საბოლოო ესტაფეტა

პირველი რაუნდის შედეგად, პირველ ადგილზე გასული გუნდი მეოთხე ადგილზე გასულ გუნდს ხვდება. მეორე და მესამე ადგილოსნები კი, ერთმანეთს ეჯიბრებიან. მათ შორის, რომლებიც უპირატესობას მოიპოვებენ, საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. 

ფინალში გუნდის ორი წევრი ბილიკზე სრიალდება, როდესაც ისინი დანიშნულების ადგილზე მივლენ, დანარჩენი წევრებიც იძვრებიან. მათ სხვადასხვა დაბრკოლება უნდა გადალახონ. საბოლოოდ, მთელმა გუნდმა ერთად უნდა იმუშაოს, რათა დიდი ხის ციგა ბორცვზე აიტანონ და გზად ამანათები შეაგროვონ. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ისინი დაღმართზე, ფინიშის ხაზამდე ეშვებიან. რომელი გუნდიც ამ ყველაფერს უფრო სწრაფად მოახერხებს, გამარჯვებულიც ის იქნება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო თუ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება