| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მიდგომებსა და მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია, პროექტებით სწავლება, რომელიც სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მიდგომა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, რუსთავის N23 სკოლის მე-2დ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - თამთა შათირიშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი – „გააცოცხლე ნახატი“.
მოსწავლეებმა სცადეს მოერგოთ ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი პერსონაჟების როლი და გაეცოცხლებინათ ნახატი. ისინი არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და მაქსიმალურად გადმოსცეს ამა თუ იმ გმირის ხასიათი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწავლა-სწავლების პროცესს სხვადასხვა როლური თამაშები სახალისოს ქმნის და რაც მთავარია, ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა