სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელფასი 2640 ლარი - მანდატურის სამსახურმა კონკურსი გამოაცხადა
17-12-2024
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების პროფესიული ზედამხედველის (ქცევის სირთულეების მიმართულებით) პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის, ინკლუზიური/სპეციალური განათლების, ოკუპაციური თერაპიის  მიმართულებით;

ბ) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიდგომით/ქცევის თერაპევტად მუშაობის  გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;

გ) ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში პროფესიული ზედამხედველობის გაწევის გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის, მათ შორის მშობლებისთვის ან/და ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული პირებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;

ე) ხელმძღვანელ პოზიციაზე/გუნდის ლიდერად მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

(უპირატესობა მიენიჭებათ ასეთი გამოცდილების მქონე კანდიდატებს);

ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

შრომის ანაზღაურება: 2640 ლარი (დარიცხული); სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი; დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება; გამოსაცდელი ვადა: 6 თვე; ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;

ე) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება;

ზ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის N16/ნ ბრძანება.

ფუნქცია-მოვალეობები:

ა) ქცევის სირთულეების მქონე სსსმ მოსწავლეთა მხარდამჭერი მომსახურების განვითარება-გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მისი მიმართულების ფარგლებში მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

ბ) ქცევის სირთულეების მქონე სსსმ მოსწავლეების შემთხვევების განხილვა და ქცევის სპეციალისტებისთვის პროფესიული ზედამხედველობის გაწევა, მათ შორის ველზე ვიზიტებით თბილისსა და რეგიონებში;

გ) მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სპეციალისტების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე   ზრუნვა;

დ) ქცევის სპეციალისტების მიერ წარმოებული პროფესიული დოკუმენტაციის გაცნობა და უკუკავშირის მიცემა;

ე) მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და პროცედურების განვითარებაზე ზრუნვა;

ვ) პროფესიული/სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება და მისი მიმართულების ფარგლებში სტატისტიკის წარმოება/ანგარიშების მომზადება;

ზ) თემატური მეთოდოლოგიური მასალის და ტრენინგების შემუშავებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგების/საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში;

თ) ცენტრში შემოსულ მომართვებზე დროული და ეფექტური რეაგირების ხელშეწყობა;

ი) ქცევის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრების/შემთხვევების განხილვების ორგანიზება და ჩატარება; 

კ)  ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრში (სამმართველო) (შემდგომ - ცენტრი) შემოსულ მომართვებთან გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში, მომართვების სპეციალისტებზე დელეგირების პროცესში მონაწილეობა;

ლ) მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სპეციალისტებისთვის სფეროში არსებული და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სიახლეების გაცნობა;

მ) მის პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი  სპეციალისტების ერთმანეთთან და ცენტრის სხვა თანამშრომლებთან მულტიდისციპლინური მიდგომით მოქმედების ხელშეწყობა. 

ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)გასაგზავნი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.      

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული/მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს  ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.                            

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში.

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 დეკემბრიდან 2024 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით; დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება